ონლაინ კურსი მოტივატორი!

დღეს ჩვენ რა საქმესაც არუნდა ვაკეთებდეთ, ვაკეთებთ კარგად, მაგრამ ჩვენ მეტი პოტენციალი გაგვაჩნია და უფრო მეტი შეგვიძლია რომ გააკეთოდ!

ამიტომ ყველა ადამიანს გვჭირდება მოტივაციის ამაღლება, თანადგომა, მხარდაჭერა, იმისთვის რომ, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, გავაკეთოდ უკეთესად, მეტი თავდაჯერებულობით და შემართებით.

ამასთან ერთად მოტივირებული ადამიანი მოსდის ახალი იდეები, ავლენს ლიდერულ თვისებებს, რადგან მას სურს, თავისი თავის წინსვლა, ის იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე და ცდილობს მოტივაცის ხარჯზე გაიკვალოს ახალი გზა, ისწავლოს და მიიღოს ახალი გამოცდილება.

მოტივირებულობა ეს იმდენად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მის გარეშე ვერცერთი ადამიანი ვერ მიაღწევს წარმატებას.


მოტივაცია არის ჩვენი მამოძრავებელი ძალა, იმედი იმასა, რომ დღეს ჩვენი მოტივაციით, შევქმნით ხვალინდელ უკეთეს დღეს. მოტივაციით არის გაჟღენთილი ყველაფერი ყველა ის წარმატებული და თავიდან გამაოგნებელი იდეა, რომელიც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი იყო, საკუთარი იდეის რწმენით და მოტივირებულობის ხარჯზე დღეს ეს იდეები რეალობად იქცა.


ადამიანი აგრძლებეს წინსვლას და ორიენტირებულია განვითარებაზე და წინსვლაზე, მოტივაციის ამაღლებით თქვენ შეძლებთ უკეთესად სწავლას, გახდებით თავდაჯერებულები საკუთარ თავში, დაიწყებთ ახალი იდეების მოფიქრებას და მათ განხორციელებას. მოტივირებულობა მიზანზე, გაძლევთ საშუალებას იმოქმედოთ! მოქმედების გარეშე, ყველა კარგი იდეა არაფრის მომტანია.

მე გახლავართ ირაკლი ალხაზიშვილი 33 წლის, 15 წელიწადია უკვე ვსწავლობ და ვპრაქტიკობ როგორც ფსიქოლოგიას ასევე ფსიქო თერაპიას.
ამ გრძელვადიანი სწავლის პროცესში, წავიკითხე უამრავი როგორც ქართული ასევე უცხოური ლიტერატურა, ბევრი პრაქტიკის შემდგომ ჩამოვაყალიბე ეხალი მიმართულება, რომელსაც დავარქვი "მოტივატორი", ის გულისხმობს ყველა ამ წიგნიდან საჭირო ინფორმაციის დაჯამებას, რომელსაც რეალურ შედეგამდე მივყევართ, გამოცდილია საკუთარ თავზე. 

ჩემი საქმეა, გაუზიარო ადამიანებს ეს გამოცდილება, რას მოიცავს ეს გამოცდილება? დავანახო ადამიანს, როგორ შეუძლია თავიდან დაიწყოს ცხოვრება, იმუშაოს საკუთარ თავზე, დაძლიოს შიშები და კომპლექსები, აღმოაჩინოს საკუთარ თავში ახალი მიმართულებები, გახდეს თავდაჯერებული და იყოს მოტივირებული წარმატებაზე. ყველა ადამიანს აქვს უფლება თვითონ ქმნიდეს თავის ცხოვრებას, რადგან მან შეძლოს თავისი პოტენციალის სწორედ რეალიზაცია. 


ამ სასწავლო კურსით, თქვენ მიიღებთ: ახალ ცოდნას და გამოცდილებას, გამომიმუშავებთ იმ პიროვნულ თვისებებს, რომელიც საფუძველია თქვენი წარმატების.

რა თვისებებია ეს?  პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე და გარშემო მყოფებზე, პუნქტუალურობას, პოზიტიურობას, ხარიზმას, გამოიმუშავებთ ხასიათს, თავდაჯერებულობას, ჩვენი ემოციების და აზრების მართვას, ახალი იდები გენერირებას, მიზნების დასახვას და მათ განხორციელებას, ნამდვილი ღირებულებებზე აქცენთის გაკეთებას, ლიდერობას, სხარტ აზროვნებას, კომუნიკაციას, ადამიანების რესურსების მართვას, დროის სწორ გადანაწილებას.

პროექტი შედგება ოთხი საფეხურისგან: 

1. საკუთარ თავში უკეთ გარკვევაში, ადამიანის პოტენციალის და ნიჭის ამოცნობა.
(პიროვნების შეცნობა და პოტენციალის ამოცნობა) 

2. მოტივაციის ამაღლება და მოტივირებულობა წარმატებაზე
(პიროვნების და პოტენციალის განვითარება)

3. ფობიების და კომპლექსების დაძლევა (დოგმების და სტერეოტიპების დამსხვრევა)

4. იდეების გენერირება, მიზნების დასახვა და მათი განხორციელება
(ახალი იდეების მოფიქრება, იდეის გარდაქმნა მიზნად, მისი პროექტად ქცევა და დატესტვა პრაქტიკაში)


კურსი ისწავლება ერთი თვის მანძილზე, შეადგენს ოთხ სტადიას, იყოფა ოთხ ეტაპად, ყოველი კვირა თითო ეტაპია. 

ყოველი ეტაპი უნდა გაიაროთ თამიმდევრობით, რადგან ყოველ ეტაპს მოაქვს ახალი ხედვა და გამოცდილება, კურსის სრულად გავლის შემდგომ, მოხდება პიროვნების სრული ტრანსფორმაცია.

შემდგომ, ადამიანი აირჩევს თავისთვის სასურველ მიმართულებას და შემდეგი ერთი თვის მანძილზე, იწყებს თავისი ახალი პროექტის განხორციელებას რომელზეც ერთი თვის მანძლიზე თვალყურს ვადევნებთ და ვეხმარებით, რომ მყარად დადგეს ფეხზე.

(ლიდერი, კონსულტანტი, ბროკერი, ქოუჩი, პიარი, მარკეტინგი, ბლოგრი, სტრტეპერი, იდეების გენერატორი)

კვირაში ტარდება ერთი ვებინარი და ერთი სემინარი, რომელსაც მოყვება პრაქტიკული სამუშაო, მთელი კვირის მანძილზე პიროვნება ვალდებულია შეასრულოს ეს პრაქტიკული სამუშაოები. ეს ის პრაქტიკული სამუშაოა, სადაც ადამიანი ტესტავს თავის მიღებულ ცოდნას, რომლითაც იღებს რეალურ შედეგს. 
ზუსტად აქ იწყება ნამდვილი განვითარება ადამიანის, სადაც თეორია ერწყმის პრაქტიკას და ადამიანი პრაქტიკაში იღებს ნამდვილ გამოცდილებას.


ჩემი მიდგომა და მუშაობის სტილი განსხვავებულია, მე ორიენტირებული ვარ სწრაფ შედეგზე, რომელსაც სტაბილურად ვანვითარებთ შემდგომ, ეს პრაქტიკა და ეს ცოდნა არის სრულიად ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება. 

მე მზად ვარ გაგიზიაროთ ის და ერთად მივაღწიოთ დასახულ მიზნებს!

ეს თქვენი შანსია, გამოიყენეთ ის! ყოველთვის გახსოვდეთ, მოქმედების გარეშე ყველაზე კარგი იდეაც კი, არაფრის მომტანია. იმოქმედეთ!скачать dle 12.1

up