გაუზიარე შენი გამოცდილება შემდგომ თაობებს!

მოტივატორი იწყებს უპრეცენდენტო და გამაოგნებელ პროექტს, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს მთელ მსოფლიოში!

ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, მას გააჩნია მისი ხედვა, რომელიც არის მხოლოდ და მხოლოდ მისი, თავისი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
მის განვლილ გზას, მის გარდა ვერავინ გაივლის, ამიტომ მისი ცოდნა და გამოცდილება არის უაღრესად მნიშვნელოვანი!

ამიტომ მოტივატორმა გადაწყვიტა შეაგროვოს ეს გამოცდილება რომელიც არის ნამდვილი განძი! 
რომელიც არუნდა დაიკარგოს და გადაეცეს ჩვენს შემდგომ თაობებს.

მოგმართავთ ყველას და მოგიწოდებთ, გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება შემდგომ თაობებს!

ვინც თვლით რომ გაქვთ საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება და სურვილი გაქვთ რომ გაუზიაროთ ჩვენს შემდგომ თაობებს ეს პროექტი თქვენთვისაა!  ჩაწერეთ მოკლე ვიდეო რგოლი 5 წუთის ფარგლებში, ან გამოგვიგზანეთ ტექსტური შეტყობინების სახით, რომელიც გადაეცემა საჯარო ბიბლიოთეკას, სადაც მოხდება ერთ სივრცეში ამ იმფორმაციის განთავსება.

რა მიმართულებებით შეგვიძლიათ ისაუბროთ: ესენია? სპორტი, ისტორია, ფინანსები, პოლიტიკა, მარკეტინგი, პიარი, გაყიდვები, ურთიერთობები, ფსიქოლოგია.

მაგ: ეს ისტორია შეიძლება იყოს, ორი მეგობრის ამაბავი, რომელი ისტორიაც, გვიამბობს ნამდვილ მეგობრობაზე, ურთიერთობაზე და ერთმანეთის დაფასებაზე.

პროექტის მთავარი კრიტერიუმია! აქცენტი უნდა გაკეთდეს, ნამდვილ ღირებულებებზე, რომელიც აქტუალურია მუდმივად. ეს ინფორმაცია შემდგომ თაობებს, გაუმარტივებს ყოფას. 

გისურვებთ წარმატებებს და ველოდებით თქვენს აქტიურობას, ვიდეო რგოლები და ტქსტური შეტყობინებები გამოგვიგზავნეთ მეილზე.


скачать dle 12.1

up