იდეის დამატება

იდეა არის ჩვენი ფანტაზია, რომელიც არის მხოლოდ ჩვენი წარმოსახვის შედეგი, ის არის ინდივიდუალური და ჩვენი სამყაროს ნაწილია.ყველა ადამიანის შინაგანი სამყარო არის ძალზედ სათუთი, მგრძნობიარე, განსხვავებული და ამოუცნობი, ეს არის უდიდესი პოტენციალი რომელიც უნდა გამოვიყენოდ სწორედ.
შენმა იდეამ შეიძლება შეცვალოს როგორც შენი ასევე სხვა ადამიანების ცხოვრება, ამიტომ დღეს გაქვთ შესაძლებლობა განათავსო ის ჩვენს პორტალზე, ამით შესაძლებელია გააცოცხლოთ და განახორციელოთ ის!

ნებისმიერ მსურველს როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირს, აქვს შესაძლებლობა შემოიტანოს განაცხადი თავისი ბიზნეს იდეის შესახებ.
რომელიც შემდგომ განიხილება კვალიფიციური სპეციალისტების მიერ, დადებითი პასუხის შემთხვევაში იდეა აიტვირთება მოტივატორის იდების განყოფილებაში, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს მზა ბიზნეს იდეა.
ამისთვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია motivatori.ge-ს საიტზე, შეავსოთ აპლიკაცია და დაელოდოთ ჩვენს გამოხმაურებას.

იდეის ფორმატი ორგვარია:
1. იდეა დამუშავებულია როგორც მზა ბისნეს გეგმა და მზად არის განსახორციელებლად.
2. ადამიანს ქავს იდეა, მაგრამ იდეა არის იდეის დონეზე. ამ შემთხვევაში ჩვენი კვალიფიციური სპეციელისტები, მოახდენენ ამ იდეის პროექტირებას, რათა ეს იდეა იქცეს ბიზნეს გეგმათ.

ამით ჩვენ ვაძლევთ საშუალებას ადამიანებს თავიანთი იდეების ხარჯზე მიიღონ შემოსავალი.
შემოსავალი არის ორგვარი:
1. ადამიანი ყიდის თავის იდეას სრულყოფილად.
2. აქვს შესაძლებლობა ინვესტორთან ერთად განახორციელოს თავისი საოცნებო იდეა.

ჩვენ გვჯერა იმის რომ ყველა ადამიანი უნიჭიერესია, მისი იდეა არის ინდივიდუალურია და უნიკალური.
ამიტომ ჩვენ შევმენით ეს პროექტი იმისთვის, რომ ეს იდეები არ დაიკარგოს და მივცეთ საშუალება ადამიანებს განახორციელონ ისინი ან მიიღონ დამატებითი შემოსავალი.
ეს იდეები უნიკალურია და ამ იდეებმა შეიძლება შეცვალოს ჩვენი ყოფა უკეთესობისკენ, რადგან ყოველი ახალი იდეა გვაძლევს საშუალებას შევხედოთ სამყაროს სხვა თვალით.

скачать dle 12.1

up